Range Rover

ავთენტურად მდიდრული SUV.
სულ Range Rover. სრულად ელექტრო.
ორიგინალი მდიდრული SUV სამაგალითო ავტომობილია. ეს არის ყველაზე სასურველი Range Rover, რაც კი ოდესმე შექმნილა.

მაქსიმალური სიმძლავრე (-მდე)

550 ც.ძ.

P550e ძრავისთვის.

მაქსიმალური მგრეხი ძალვა (სადამდე:)

800 ნმ

P550e ძრავისთვის.

დასაჯდომი ადგილები (მაქსიმუმი)

7

საბარგული (-მდე)

1061 ლიტრი*

საბარგული მეორე რიგის უკან, სველი.

მთავარი მახასიათებლები

შეუდარებელი შესაძლებლობები

შეუდარებელი შესაძლებლობები

შასის მოწინავე ტექნოლოგიები ერთიანდება, რათა უზრუნველყოს ყველაზე მშვიდი და კომფორტული მგზავრობა ყველა თვლის საჭით მართვით, დინამიკური რეაგირების სისტემა Pro, ადაპტური დინამიკა, ელექტრონული პნევმატიკური საკიდარი და რელიეფზე რეაგირების სისტემა 2.
უფრო სუფთა კაბინა

უფრო სუფთა კაბინა

კაბინის ჰაერის გამწმენდი CABIN AIR PURIFICATION PRO PM2.5 ფილტრაციითა და nanoe X ტექნოლოგიით მნიშვნელოვნად ამცირებს სუნს, ბაქტერიებს და ალერგენებს კაბინის ჰაერში. ნახშირბადის მართვის სისტემა მუდმივად ამოწმებს ჰაერის ხარისხის დონეს მანქანის შიგნით და გარეთ.
ხმის აქტიური ჩახშობა

ხმის აქტიური ჩახშობა

ხმის აქტიური ჩახშობის შემდეგი თაობა** აშორებს არასასურველ ხმებს, ვიბრაციებსა და ყურადღების გამფანტავ ფაქტორებს. მსოფლიოში პირველად მიწოდებულია თავის საყრდენის დინამიკების მეშვეობით, რომლებიც სალონის მაქსიმალური დახვეწილობისთვის ქმნის ინდივიდუალურ წყნარ ზონებს.

ყოველთვის მაგალითის მიმცემი

ევოლუციის 50 წელზე ხანგრძლივი ისტორიით, Range Rover განასახიერებს ესთეტიკურ გრაციოზულობას, რომელზეც მოდასა და ტრენდებს გავლენა არ აქვს. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით მას ყოველთვის ახასიათებს შეუდარებელი დახვეწილობა და თვალწარმტაცი მოდერნულობა.

გადაწიეთ სავარძელი, დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები

ყველასთვის გათვლილი პირველი კლასის სამოგზაურო გამოცდილება.

ყველგან და ყოველთვის გრაციოზული.

ძალა, რომელიც გზებს არ ცნობს. ინოვაცია თქვენს ხელთაა! აღმოაჩინეთ ადგილები, სადაც მხოლოდ Range Rover შეგიყვანთ: თავდაჯერებულად, თავდაჭერილად და უმაღლეს კომფორტში.

ახალი ეპოქის დასაწყისი

ეფექტურობა ძალისხმევის გარეშე

სვლის მოწინავე ტექნოლოგიებით Range Rover ინდუსტრიაში სტანდარტს აწესებს.

ელექტრომობილის რეჟიმში დაფარვადი მანძილი (-მდე)

600კმ*
სავარაუდო რეალური სასვლო დიაპაზონია 535 კმ.

0-100 კმ/სთ

4,5წამი

საზოგადოებრივ ადგილას დამუხტვა (-დან)

22წუთები***
დამუხტეთ 10-80 პროცენტამდე, 350 კვტ-იანი მუდმივი დენით, სწრაფი დამტენის გამოყენებით. დაამატეთ 220 კმ-მდე სასვლო მარაგი 10 წუთში.✝§

სახლის პირობებში დამუხტვა (მინიმუმ)

7საათი
დამუხტეთ 0-დან 100 პროცენტამდე 22 კვტ-იანი ცვლადი დენით დამტენის გამოყენებით (19 საათში 7 კვტ-იანი ცვლადი დენით დამტენის მეშვეობით).

ელექტრო

დახვეწილი აკუმულატორული ძრავის სისტემა უზრუნველყოფს თითქმის სრულ სიჩუმეს მგზავრობისას — ჩვეული ძალითა და შესაძლებლობებით.


EV550 ელექტროძრავის დეტალური აღწერა.

ელექტრო

ელექტრომობილის რეჟიმში დაფარვადი მანძილი (მდე)

116კმ*
WLTP. სავარაუდო სასვლო დიაპაზონია 90 კმ.

CO2 გამონაბოლქვი (-დან)

63-74გ/კმ*
EV რეჟიმში უკანა გამოსაბოლქვი მილის ნულოვანი ემისიები.
WLTP კომბინირებული (მოდელების დიაპაზონი).

საზოგადოებრივ ადგილას დამუხტვა (მინიმუმ)

40წუთი2
დამუხტეთ 10-80 პროცენტამდე ერთ საათზე ნაკლებ დროში 50 კვტ-იანი DC დამტენის გამოყენებით.

სახლის პირობებში დამუხტვა (მინიმუმ)

5საათი2
დამუხტეთ 0-100 პროცენტამდე 5 საათზე ნაკლებ დროში 7 კვტ-იანი ცვლადი დენით დამუხტვის გამოყენებით.

PLUG-IN ელექტრო ჰიბრიდი

ხელმისაწვდომია როგორც გაუმჯობესებული დიაპაზონის დანამატი ელექტრო-ჰიბრიდი (PHEV). P460e და P550e ვარიანტები აღჭურვილია 3,0 ლიტრიანი 6-ცილინდრიანი Ingenium ბენზინის ძრავით 160 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავთან კომბინაციაში.


P460e ძრავის დეტალიზაცია.

PLUG-IN ელექტრო ჰიბრიდი

მაქსიმალური სიჩქარე

261კმ

მაქსიმალური სიმძლავრე (-მდე)

537ცხ.ძ.
395 კვტ

0-100 კმ/სთ (-დან)

4,8წამი

CO2 გამონაბოლქვი (-დან)

260-274გ/კმ*
WLTP კომბინირებული (მოდელების დიაპაზონი).

ბენზინი V8

უკომპრომისო ძალა და ეფექტურობა მაილდ-ჰიბრიდის ტექნოლოგიით. 4,4-ლიტრიან V8-ის ძრავას აქვს 537 ცხ.ძ. (395 კვტ) და 750 ნმ მაბრუნი მომენტი და დინამიკური შესრულების ჩართვის შემთხვევაში შეუძლია Range Rover 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ააჩქაროს.


P540 ძრავის დეტალიზაცია.

ბენზინი V8

მაქსიმალური სიჩქარე

234კმ/სთ

მაქსიმალური სიმძლავრე (-მდე)

350PS
258 კვტ

0-100 კმ/სთ (-დან)

6,0წამი

CO2-ის ემისია (მინიმუმ)

190-209გ/კმ*
WLTP კომბინირებული (მოდელების დიაპაზონი).

დატენვადი ელექტრო ჰიბრიდი

Range Rover-ის მაილდ-ჰიბრიდული ძრავი გამოიმუშავებს, ინახავს და მოიხმარს იმ ენერგიას, რომელიც შენელების დროს, ჩვეულებრივ, იკარგება ხოლმე.


D350 ძრავის დეტალიზაცია.

დატენვადი ელექტრო ჰიბრიდი

WESTMINSTER EDITION

ბრიტანული ლეგენდა, შთაგონებული ბრიტანული ლეგენედებით. Westminster Edition განასახიერებს Range Rover-ის მემკვიდრეობას, რომელიც მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს დიზაინის ელემენტებით და ლონდონის გულიდან შთაგონებული მარადიული ელეგანტურობით.

მოახდინეთ პერსონალიზაცია და შეუკვეთეთ

აირჩიეთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი და გახადეთ ის თქვენი.

განაგრძეთ აღმოჩენა

RANGE ROVER BESPOKE

Bespoke-ის მეშვეობით შექმენით Range Rover-ის შედევრი.
აღმოაჩინეთ

*აქ მოყვანილი რიცხვები მწარმოებლის ოფიციალურ შემოწმებებზეა დაფუძნებული, რომელიც ელემენტის სრულად დამუხტულობის პირობებში შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს. CO2-ის, საწვავის ეკონომიის, ენერგიის მოხმარების და დაფარვადი მანძილის მონაცემები შეიძლება შეიცვალოს ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა მართვის სტილი, გარემოს მდგომარეობა, დატვირთვა, გამოყენებული საბურავები, აქსესუარები, მარშრუტი და ელემენტის მდგომარეობა. გასავლელი დიაპაზონის მონაცემები სტანდარტულ გზაზე მოძრავი ავტომობილიდანაა აღებული.


**არჩევითი მახასიათებლები ხელმისაწვდომია დამატებით ფასად. ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ავტომობილის სპეციფიკაციაზე (მოდელი და ელექტროგადამცემი), ან სხვა მახასიათებლების დაყენებას საჭიროებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს ან მოახდინოთ თქვენი ავტომობილის ონლაინ-კონფიგურირება.


***დამუხტვის დრო დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რაც მინიმუმ მოიცავს აკუმულატორის ასაკს, მდგომარეობას, ტემპერატურასა და მუხტის არსებულ დონეს, გამოყენებულ მოწყობილობასა და დამუხტვის ხანგრძლივობას.


1Pivi Pro-ს მახასიათებლები, ვარიანტები და მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბაზარზე — ადგილობრივ ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის და სრული პირობების გასაცნობად მიმართეთ თქვენს დილერს. კონკრეტული ფუნქციების გამოყენებისთვის საჭიროა შესაბამისი sim ბარათი და კონკრეტული სერვისის პაკეტის გამოწერა, რისთვისაც უნდა მიმართოთ თქვენს დილერს. მობილური კავშირის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ლოკაციაზე გარანტირებული არ არის.


2შენიშვნა: PM2.5 ფილტრაცია და NanoeTM X ტექნოლოგიამ, სწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს სუნები, ბაქტერიები, პათოგენები და ალერგენები.


3მართვის საშუალებები ხელმისაწვდომია მძღოლისთვის და მგზავრებისთვის წინა და უკანა გვერდითა სავარძლებში.


4მიწის ხედვის სისტემა ClearSight Ground View ფუნქცია დამოკიდებულია 360-გრადუსიან წრიული ხედვის კამერაზე. სურათი არ გადმოსცემს ცოცხალ გამოსახულებას. უსაფრთხოებისთვის, შეამოწმეთ გარემო. არჩევითი ფუნქცია. ექვემდებარება ადგილობრივ რეგულაციებს.


5არჩევითი ფუნქცია. ექვემდებარება ადგილობრივ რეგულაციებს. ბიფოკალური/ვარიფოკალური სათვალის მომხმარებლებისთვის, ფოკუსირების სირთულის შემთხვევაში, ClearSight‑ის ეკრანიდან კლასიკურ უკანა ხედვის სარკეზე გადართვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.


6სტანდარტული ბაზის მოხვევის დიამეტრია 10,95მ, თვლების გრძელი ბაზის მოხვევის დიამეტრია 11,54მ.


7მხოლოდ თავსებადი სმარტფონებისთვის. დამოკიდებულია მესამე მხარის პროვაიდერის პლატფორმების ბაზარზე ხელმისაწვდომობაზე და მობილური ტელეფონის სიგნალზე.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტანდარტული მახასიათებლები, ალტერნატიული ეკიპირების არჩევის შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს. სტანდარტული მახასიათებლები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ძრავის ვარიანტითა და ტრანსმისიით.


დამატებითი მახასიათებლები და მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ავტომობილის სპეციფიკაციაზე (მოდელი და ელექტროგადამცემი), ანაც — საჭიროებს სხვა მახასიათებლების დაყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს ან მოახდინოთ თქვენი ავტომობილის ონლაინ-კონფიგურირება.


ავტომობილის შიდა მახასიათებლების მძღოლთა მიერ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უსაფრთხოა. მძღოლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი ავტომობილი ყოველთვის მათ სრულ კონტროლქვეშაა.


MeridianTM არის Meridian Audio Ltd.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.