
როდესაც თქვენს Range Rover-ს ტექნიკური მომსახურება ან შეკეთება სჭირდება, თქვენი გრაფიკი ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენ გთავაზობთ:
• ავტომობილის მოსახერხებელ წაღებას და დაბრუნებას თქვენ მიერ არჩეულ ადგილას.
• შემცვლელ ავტომობილს, რათა გადაადგილება განაგრძოთ.
• დახვეწილი მოსასვენებლი სივრცე უფასო Wi-Fi-ით – იდეალურია დასვენებისთვის ან ლოდინის დროს პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.


ჩვენი ავტორიზებული ავტოსარემონტო სახელოსნოების ქსელი ორიენტირებულია თქვენი Range Rover-ის პირვანდელი ხარისხის აღდგენაზე. ჩვენი სერტიფიცირებული ტექნიკოსები გადიან მწარმოებლის მიერ ორგანიზებულ აქტიურ მომზადებას და იყენებენ ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას, რათა პროფესიონალურად შეასრულონ ყველაფერი, მცირე კოსმეტიკური რემონტიდან დაწყებული, მსხვილი სტრუქტურული აღდგენებით დამთავრებული – თქვენი Range Rover-ის ფუფუნების, მუშაობისა და სიზუსტის შეცვით.

Castrol™ არის Land Rover-ის გლობალური საპოხი მასალების პარტნიორი. Range Rover-ის ყველა ძრავის მოგზაურობა Castrol-ის ზეთით იწყება. როდესაც საქმე მომსახურებას ეხება, Range Rover-ის მფლობელები იღებენ იმავე მაღალი ხარისხის ზეთს, რომელსაც ჩვენს ქარხანაში ენდობიან, რომელიც შექმნილია მაქსიმალური მუშაობისთვის.


ჩვენი სახელოსნოს გუნდები ზედმიწევნითაკონტროლებენ ხარისხსა და იმ განსაკუთრებულ სტანდარტებს, რომლებსაც Range Rover-ისგან ელით.
თითოეული მანქანა გადის ყველანაირ შემოწმებას,მათ შორის:
• ავტომობილის უსაფრთხოების შემოწმება ოპტიმალური მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საფუძვლიანად მოწმდება ისეთი ძირითადი სისტემები, როგორიცაა საჭე, მუხრუჭები, გარე განათება, ბორბლები, საბურავები და სითხის დონე.
• ინტერიერისა და ექსტერიერის მდგომარეობა თქვენი Range Rover-ის უნაკლო მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველა დეტალი საგულდაგულოდ არის აღწერილი და დოკუმენტირებული.
• სერვისის გადამოწმება დეტალური დადასტურება იმისა, რომ ყველა შეთანხმებული მომსახურება შესრულებულია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
• პრეზენტაციის სრულყოფილება თქვენი ავტომობილი პროფესიონალურად არის მოვლილი და მომზადებული დაბრუნებისთვის, ის ისეთივე დახვეწილად გამოიყურება, როგორც მიღების დღეს.
ხარისხის კონტროლი პროცედურები შეიძლება მდებარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. თქვენი დილერი სიამოვნებით მოგაწვდით სერვის-ცენტრში ჩატარებული შემოწმებების სრულ დეტალებს.




სრული წესებისა და პირობებისთვის თქვენს დილერს დაუკავშირდით. მომსახურების ხელმისაწვდომობა შეიძლება ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს.